მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის #264-ე განკარგულების შესაბამისად შეიმუშავა მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი 2024-2027 წლებისთვის. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვას, მიზნებს, ამოცანებსა და სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც სიტუაციურ და SWOT ანალიზს.
ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში.
სტრატეგიული დოკუმენტის წიგნის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:
ასევე, შეგიძლიათ აქვე იხილოთ მდგრადი განვითარების მიზნების მესტიის მუნიციპალური დოკუმენტი.