მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება/ადვოკატირება.
მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის განვითარება და აღსრულება.
მესტიის მუნიციპალიტეტში ჰარმონიული გარემოს და პოზიტიური სტიმულების შექმნა ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდებში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებისა და ღირებულებების გაძლიერება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობით და მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა.
მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომელიც უბიძგებს მათ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი სრულად და გამოიყენონ ადგილობრივი განვითარებისთვის.
მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
ახალგაზრდებში ნარკომანიის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა.
ახალგაზრდებში ხარისხიანი ფორმალური, შემოქმედებითი და სამხატვრო განათლების მიღების ხელშეწყობა.
ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და მუნიციპალიტეტში კულტურული გარემოს სტიმულირებას.
მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ინოვაციებზე ფოკუსირებით განვითარების შესაძლებლობების შექმნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბების მხარდაჭერა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა.
მესტიის მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის, მეწარმეობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების, ინოვაციების, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება და მხარდაჭერა.
თეონა გოშთელიანი
მარიამ გვარლიანი
ნინო უშხვანი
ლევან ქობალია