ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ახორციელებს ახალგაზრდების კვლევას, რომლის მიზანია შევისწავლოთ მესტიის მკვიდრი ახალგაზრდების ინტერესები, საქმიანობა და მათი გეგმები მესტიის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. ამისთვის, ჩვენ ვიყენებთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული სტუდენტების ბაზას და სპეციალური კითხვარის მეშვეობით ვახდენთ სატელეფონო გამოკითხვას.
2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით გამოკითხული გვყავს 300-მდე რესპოდენტი.
აღნიშნული კვლევა შემდგომში ხელს შეგვიწყობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ეფექტურად დავგეგმოთ ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმართველობის აქტივობები, შევისწავლოთ ახალგაზრდების ინტერესები და გეგმები, მოვახდინოთ დაგროვილი ინფორმაციის ინტეგრირება ჩვენს საქმიანობაში, ვიყოთ კომუნიკაციაში ჩვენს სამიზნე ჯგუფთან. აგრეთვე, კვლევის ყოველწლიური ჩატარება შესაძლებლობას მოგვცემს დავაკვირდეთ ცვლილებებს და დინამიკას.
კვლევის პირველადი შედეგების ინტერპრეტირებას მოვახდენთ მომავალ კვირებში და იგი განთავსდება ამ გვერდზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ contact@mestiayouth.org