ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოლოგიური საკითხები და გამწვანებაა. ამიტომ, ჩვენ 2023 წლის სექტემბერში შევისყიდეთ მცენარეები და დავრგეთ ისინი დ. მესტიაში, სგიმიერში არსებული სკვერის ტერიტორიაზე.
ჩვენ მიერ დარგული მცენარეების ჯიშები/სახელებია: 4 წითელი დეკორატიული ტყემალი (Prunus pissardi Nigra); 3 სოფორა (Sophora japonica pendula); 3 ცაცხვი (Tilia tomentosa); 6 ძახველი (Viburnum tinus); 8 ჩიტავაშლა (Pyracantha navaho).
იხილეთ რამდენიმე ფოტო ჩვენი გამწვანების პროექტიდან:
ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა, აგრეთვე, გეგმავს მცენარე დეკას (Rhododendron caucasicum Pall) მცირე სანერგის გაკეთებასაც. ამისთვის, ჩვენ მოვიძიებთ შესაბამის ინვენტარს და მცენარე დეკას მოვიპოვებთ მესტიის მთებში. აღნიშნული ინიციატივისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
გამწვანებაზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში იაპონიის საელჩოსთან და იაპონიის ალპურ კლუბთან თანამშრომლობით იგეგმება საკურას (genus Prunus or Prunus subgenus Cerasus) ხეების ჩამოტანა იაპონიიდან და მათი მესტიაში დარგვა. ამასთან დაკავშირებით მეტ დეტალს შემდგომ თვეებში შემოგთავაზებთ.