მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის განვითარების მიზნით ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობამ შეიწყიდა საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად.
უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“ და „წითელი დოლი“.
ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის დამუშავების (მოხვნის) დადასტურებისთანავე მიღება-ჩაბარების წესით.
მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო სათესლე ხორბლის დათესვა მოხდეს ოქტომბრის განმავლობაში. ასევე, ხორბლის რაოდენობა არის შესზღუდული.
იმისთვის, რომ მიიღოთ სათესლე ხორბალი, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 571051686 (ირაკლი მიქიანი).