მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამა მესტიის მუნიციპალიტეტის მრავალწლიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა მაღალი ხარისხის გადასახური მასალა.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმართველობაც ჩართულია, კერძოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ გაცხადებების ბაზას პროგრამულად და ვახდენთ ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების გენერირების ავტომატიზაციას.