სვანეთის ჭადრაკის ჩემპიონატი 2026
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის გამგეობა
ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ბეჩოს წარმომადგენლობა
ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის ჭადრაკის კლუბი
ა(ა)იპ მესტიის სპორტული ცენტრი
2026 წლის 25 აპრილი, შაბათი, 11:00 საათი
გიწვევთ
სვანეთის ჭადრაკის ჩემპიონატზე
მონაწილეები და ასაკობრივი კატეგორიები
ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ გოგონებსა და ჭაბუკებს შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
8 წლამდე (2018 წელს და შემდგომ დაბადებულები);
10 წლამდე (2016-2017 წლებში დაბადებულები);
12 წლამდე (2014-2015 წლებში დაბადებულები);
14 წლამდე (2012-2013 წლებში დაბადებულები);
16 წლამდე (2010-2011 წლებში დაბადებულები);
18 წლამდე (2008-2009 წლებში დაბადებულები).
სისტემა და რეგლამენტი (FIDE-ს წესებით)
ტურნირი ჩატარდება ფიდეს (FIDE) სწრაფი ჭადრაკის (Rapid) წესების დაცვით
სისტემა: შვეიცარიული (წრიული, მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით)
დროის კონტროლი: 15 წუთი თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით(15’+5“)
ტურნირს მოემსახურება მოწვეული მსაჯების კოლეგია.
დაჯილდოვება
თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილი:
I ადგილი: თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი: მედალი, დიპლომი.
III ადგილი: მედალი, დიპლომი.
ტურნირის შესვენების დროს (14:15-15:00 სთ) სტუმრებს მუსიკალურ ნომრებს შესთავაზებენ დები კვიციანების კვარტეტი ,,ეიბა’’ და ნონა ქალდანის გოგონათა ანსამბლი.
ჩატარების დრო და ადგილი:
ადგილი: მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემი, სოფ. დოლასვიფი, კულტურის სახლი
რეგისტრაცია და დრო: რეგისტრაციის დაწყება: 10:00 სთ დასრულება 10:30 სთ.
ტურნირის გახსნა: 25 აპრილი, შაბათი, 11:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599347942; gujejianiluiza@gmail.com