შინაურ ბინადარ ცხოველთა მონიტორინგი ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს უპატრონო / უმეთვალყურეო შინაურ ბინადარ ცხოველთა დეჰელმენტიზაციას (დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) და კომპლექსურ ვაქცინაციას და იდენტიფიკაციას (სპეციალური საჭდით), რის შემდეგაც ცხოველები დაუბრუნდებიან განთავსების არეალს.
2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული პროცედურა ჩაუტარდა 39 მიუსაფარ შინაურ ბინადარ ცხოველს. წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 22 შესაბამისი პროცედურის ჩატარება.
იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი აღნიშულ პროექტთან დაკავშირებით: