მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა იღებს ახალგაზრდული საბჭოს ასოცირებულ წევრებს, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. "ახალგაზრდული თვითმმართველობა" ახალგაზრდული საბჭოს ასოცირებულ წევრებს შესთავაზებს სხვადასხვა ბენეფიტს, კერძოდ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობას, მესტიის მედიათეკისა და ტექნოპარკის განვითარებაში მონაწილეობას და ა.შ.
მსურველები აუცილებელია იყვნენ 16-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მესტიის მუნიციპალიტეტიდან, ვინც დაინტერესებულია ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობით და აქვს შესაძებლობა წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში "ახალგაზრდულ თვითმმართველობასთან" ერთად.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
განაცხადის ფორმა: https://forms.gle/nkxSi4MVRS4qGxdX8
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ contact@mestiayouth.org 571051686