1. ბუღალტერისა და
2. შესყიდვების სპეციალისტის პოზიციებზე.
იხილეთ ვაკანსიის აღწერილობები ქვემოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის აღწერილობაში წარმოდგენილი თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია.
ძირითადი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1150 ლარი
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 მარტი 23:59.
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი - დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
II ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (ზღვარი: 51%);
III ეტაპი - ტესტირება სავალდებულო ძირითად სამართლებრივ აქტებში;
IV ეტაპი - გასაუბრება (15 წუთი);
V ეტაპი - საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება.
ვადები:
ვადები მცირედით განსხვავდება პოზიციების მიხედვით. გთხოვთ, იხილოთ დეტალური აღწერილობა.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
რეზიუმე / CV (უნდა იყოს PDF ფორმატში და არაუმეტეს 2 გვერდისა);
სამოტივაციო წერილი (უნდა იყოს PDF ფორმატში და არაუმეტეს 150 სიტყვისა);
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელ. ასლი;
განათლების დამადასტურებელი მოწმობის ელ. ასლი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით გამოაგზავნოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ.ფოსტის მისამართზე: contact@mestiayouth.org. "subject" გრაფაში მიუთითეთ, თქვენი სახელი, გვარი და ვაკანსიის დასახელება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ან ვადაზე გვიან წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატურა არ განიხილოს.
გისურვებთ წარმატებებს!