ამ პროექტის მიზანია კავკასიური დეკას (Rhododendron caucasicum Pall.) გამრავლება და შემდეგ ურბანული გამწვანება სკვერების, პარკების, გზების და ასევე სხვა სივცეების მესტიის მუნიციპალიტეტში.
მცენარე დეკა ე.წ. ''ალპური ვარდი'', საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა მხარეებში, სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600-3000 მეტრზე. ეს მცენარე გამორჩულია არა მარტო თავისი სიმალაზით არამედ შესანიშნავი სამკურნალო თვისებების გამო.
მეთოდოლოგია
გამრავლებისთვის მცენარე დეკას ტოტები შევაგროვეთ წვირმის ტერიტორიაზე და მეთოდოლოგია რომელიც გამოვიყენეთ არის გამრავლება ''კალმებით'' საიდანაც წარმოიქმნება ახალი მცენარეები.
მცენარე დეკას ''კალმების'' დაფესვიანებისთვის და განვითარებისთვის, შევქმენით ხელსაყრელი გარემო სადაც ავაწყვეთ პატარა სათბურები. ეს სათბურები შედგება პატარა საჩითილებისგან, მიწისგან (ტორფი,მცენარეების პერლიტი და მუხის ქერქი) და სპეციალური მცენარეების დამცავი ქსოვილისგან, სადაც ხდება უკეთესი ვენტილაცია. დაფესვიანებისთვის გამოვიყენეთ დასაფესვიანებელი ჰორმონის ფხვნილი.
ასაღნიშნავია რომ ჩვენ ვამრავლებთ ახალი მცენარეებს, ადაპტირებული ახალი გარემოში, უქმნით შესაძლებლობას რომ გაიხარონ მესტიის მუნიციპალიტეტის რეგიონში ზღვის დონიდან 1400-1500 მ.