"მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა" 27 სექტემბერს, 16:00 საათზე მესტიის სათავგადასავლო პარკში უმასპინძლებს ღონისძიებას - "ინოვაციები მესტიიდან"
როგორც ხედავთ, კონცეფციაში გამოყენებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც ჩვენი საქმიანობის შინაარსიდან, და, აგრეთვე, გერბის განსაკუთრებული ღირებულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იყოს ჩვენი ორგანიზაციის ვიზუალური იდენტობის ნაწილი. რაც შეეხება ტექსტს, იგი ჩვენი ორგანიზაციის შემოკლებული სახელია (ფონტი: DM Grigol Robakidze), თუმცა მესტიის გერბთან ერთად მარტივად გასაგებია, რომ ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ლოგოა. აღნიშნული ლოგო აგრეთვე თავსებადია სხვადასხვა გამოყენებისთვის, მათ შორის მაისურებზე თუ სხვა მასალებზე დასაბეჭდად.